მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზოგადოებრივმა დამცველმა საქმიანობის პრიორიტეტად მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება განსაზღვრა - ანგარიში

605b51af5204e
BM.GE
24.03.21 21:00
697
მომხმარებელთა უფლებების დარღვევის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია განხორციელდეს ეფექტური პრევენციული ღონისძიებები, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს მომხმარებელთა უფლებების დარღვევის მიუღებლობაზე და მასზე რეაგირების აუცილებლობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, - ამის შესახებ საზოგადოებრივი დამცველის ანგარიშში წერია, რომელიც გასულ წელს აჯამებს.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ძირითად შემთხვევაში მითითებული უფლების რეალიზება არ ხორციელდება ყოველდღიურ ცხოვრებაში და აღნიშნულის მიზეზს უმეტესად წარმოადგენს მომხმარებლის არასათანადო ცნობიერება.

სწორედ ამიტომ, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა, საანგარიშო პერიოდში თავის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტად კვლავ მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება განსაზღვრა და ამ მიზნით დაგეგმა რიგი ღონისძიებები:

სატელეკომუნიკაციო სფეროს მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამსახურის მიერ დარგში არსებულ აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, პერმანენტულად, ხორციელდება საინფორმაციო სტატიების პროაქტიულად გამოქვეყნება. აღნიშნული საკითხი სამსახურის მიერ ვალდებულების სახით იქნა აღებული საქართველოს 2019-2020 წლების ეროვნული ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამსახურის მიერ დაიგეგმა და გაიმართა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა/პრეზენტაციები, მათ შორის რეგიონებში, უნივერსიტეტებში.

ასევე, დამცველის სამსახურმა აქტიურად დაიწყო პროექტის „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“ განხორციელება საჯარო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

აღნიშნულის ფარგლებში 2020 წლის 4 დეკემბერს შეხვედრა გაიმართა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში. სამსახური სატელეკომუნიკაციო სფეროში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულ პირთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, გეგმავს კამპანიის კიდევ უფრო აქტიურად წარმართვას, რაც მოიაზრებს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმებას და ამ მიმართულებით ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებას.

როგორც ანგარიშში წერია, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს სამომავლოდ დაგეგმილი აქვს გააგრძელოს შეხვედრები ბოლო მომხმარებლებთან და კომპლექსური ნაბიჯების განხორციელებით, ეტაპობრივად უზრუნველყოს მათი ინფორმირებულობა სატელეკომუნიკაციო დარგში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები