საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ათონელის რეზიდენციაში მედიის კითხვებს პასუხობს.
სალომე ზურაბიშვილმა კითხვა-პასუხის რეჟიმის დაწყებამდე ქვეყანაში მედიის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წუხს, იმის გამო, რომ სამი მიწვევის მიუხედავად ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელი არ მივიდა.
" მე მზად ვარ ვუპასუხო თქვენს კითხვებს, მაგრამ სანამ დავიწყებთ, მინდა აღვნიშნო რომ სამწუხაროა, ის, რაც ამ ქვეყანაში მედიის კუთხით ხდება. ორი არხი არ ესწრება მიუხედავად იმისა რომ როგორც რეგიონებიდან, ასევე ნაციონალური მაუწყებლები ყველა დავპატიჟეთ.
მე, ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უკვე მესამედ მოვიწვიეთ სხვადასხვა ფორმატში და არ მოდიან. ერთხელ გვიპასუხეს, რომ არ შეიძლებოდა მათი მოსვლა, თუ ეს არ იქნებოდა ყველასათვის ღია ფორმატი. მეორედ არ მოვიდნენ პირდაპირ ინტერვიუს ფორმატში და მესამედ უკვე დღეს, როცა საყოველთაო ფორმატია, ახლაც არ მოვიდნენ. მე მგონია, რომ ეს არის მათი ქარტიის დარღვევა" - თქვა პრეზიდენტმა.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის პრესკონფერენციას ჟურნალისტებთან არ ესწრებიან - იმედი, რუსთავი 2 და POSTV.