23-24 ოქტომბერს თბილისის შერატონი "მეტეხი პალასი" SBC Summit Tbilisi-ს მასპინძლობდა, რომელიც ბრიტანული ორგანიზაციის, SBC-ისა და ქართული კომპანიის SMH-ის თანაორგანიზებით გაიმართა. SBC არის ინდუსტრიაში წამყვანი ივენთების ორგანიზატორი კომპანია, რომელიც მართავს გლობალურ კონფერენციებსა და გამოფენებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, ასევე მოიცავს უმსხვილეს ნიუს პლატფორმას სპორტული სექტორისა და iGaming-ის ინდუსტრიაში უნიკალური კონტენტით, ინოვაციებისათვის, სექტორის ზრდისა და განვითარებისთვის. რაც შეეხება SMH-ს , ეს არის ქართული კომპანია, რომელიც აქტიურად ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე iGaming-ისა და სპორტის მიმართულებით. ბრენდი 2017 წლიდან ჩართულია სხვადასხვა მიმართულებით სპორტული მედიის, სპორტული ფედერაციების, კლუბების და სპორტული სარეკლამო ინვენტარის მენეჯმენტში.
➡ლაშა მაჭავარიანი - SMH Global, დამფუძნებელი;
➡გიორგი ისაკაძე - BMG, გენერალური პროდიუსერი;