მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Sberbank-ის შეფასებით, რუსეთში პიკური ინფლაცია ჯერ არ დაფიქსირებულა

რუსეთი / ინფლაცია

ბოლო პერიოდში, რუსეთის ფედერაცია მკვეთრად გაზრდილ ინფლაციას ებრძვის. ივლისში, ინფლაციამ 9.1% შეადგინა, რაც 2023 წლის მარტის შემდეგ დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია. აგვისტოში, მართალია, ინფლაციამ მცირედით იკლო, მაგრამ როგორც რუსეთის ცენტრალურ ბანკში და საბანკო-საფინანსო სექტორში ამბობენ, ინფლაციური წნეხის შენელებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის, Sberbank-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, გერმან გრეფის თქმით, ინფლაციას პიკური მაჩვენებელი ჯერ არ დაუფიქსირებია, რაც მაღალი გაურკვევლობით და ნეგატიური მოლოდინებით არის განპირობებული.

ანალიტიკოსების პროგნოზით, წლის ბოლოსთვის ინფლაცია 7.3%-ზე დასტაბილურდება, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, ვიდრე 2023 წელს. თუმცა მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 7.3%-იანი პროგნოზი გაცილებით მაღალია, ვიდრე ის 4%-იანი მაჩვენებელი, რომელზედაც რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტი არის დაგეგმილი.

პარალელურად, რუსეთის ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას აგრძელებს - კომიტეტის მომდევნო სხდომაზე, რომელიც შემდეგ კვირაში არის ჩანიშნული, რეფინანსირების განაკვეთი, სავარაუდოდ, 18%-მდე გაიზრდება. წლის ბოლოსთვის, ანალიტიკოსები მონეტარული პოლიტიკის დამატებით გამკაცრებას პროგნოზირებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები