Sberbank-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, ნიკოლაი ვასევი 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გულის შეტევაა.
ნიკოლაი ვასევი Sberbank-ში 12 წელი მუშაობდა. ის 2022 წელს ბანკის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი გახდა. იმავდროულად, ის "B2C კლიენტების ბლოკის განვითარების" განყოფილებას ხელმძღვანელობდა.
როგორც რუსული მედია ბანკზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული განყოფილების მიზანი მომხმარებელზე ორიენტირებული ბიზნეს მოდელის შექმნა იყო.