საქართველოს მთავრობამ „ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ დაამტკიცა, – ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეუწყების ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, პროგრამას სააგენტო განახორციელებს და განაცხადების მიღებას 22 აპრილიდან დაიწყებს. სანამ პროგრამა ამოქმედდება, გადავწყვიტეთ, ღვინის მწარმოებლების შეფასება მოგვესმინა - რამდენად სჭირდება ქართულ ღვინოს ადგილობრივ ბაზარზე პოპულარიზაცია და არის თუ არა ამ მიმართულებით თანხის გამოყოფა მიზნობრივი?