მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Schuchmann Group: „პროექტების განხორციელებისთვის აუცილებელია პოლიტიკური სტაბილურობა“

60351b107155a
ვიქტორია მღებრიშვილი
23.02.21 23:40
998
კომპანია „შუხმან გრუპში“, რომელიც საქართველოს ბაზარზე რამდენიმე წელია ოპერირებს, მიიჩნევენ რომ საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად გადაუდებლად აუცილებელი ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობაა.

BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ნუცა აბრამიშვილი ამბობს, რომ მიმდინარე წელს სტუმარმასპინძლობის სფეროში ორი პროექტი აქვთ დაგეგმილი, რომელზეც ინვესტიციების მოსაზიდად მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან დაწყებული აქვთ, შესაბამისად ამ პროცესში ქვეყანაში სტაბილურ გარემოს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

„ჩვენი პროექტები მიმდინარე თუ დაგეგმილი ყველა კერძო გარიგების საკითხია. ჩვენთვის ზოგადად მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური სტაბილურობა. მნიშვნელობა არ აქვს პირებს ვინ იქნებიან [მთავრობაში], ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს იმას, რომ როდესაც ვაკეთებთ ქვეყნის პრეზენტაციას უცხოელ ინვესტორებთან და ვსაუბრობთ ქვეყნის ბოლოდროინდელ მიღწევებზე, აღვნიშნავთ იმას თუ რა გვასხვავებს ჩვენ რეგიონში, რა არის ჩვენი ძირითადი კონკურენტული უპირატესობები, თავისი ეკონომიკის სექტორებით და ისტორიით. ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში არ იყოს დაძაბულობა, ხმაური და ყველაფერი იყოს ცივილიზებულად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტაბილური გარემო რომ ინვესტორმა დაიჯეროს, რომ ქვეყანაში სიმშვიდე და გარანტირებული უსაფრთხოებაა, როგორც მისი ფინანსური ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში ქონებრივი კუთხით. ამიტომ გადაუდებლად აუცილებელია პოლიტიკური სტაბილურობა“, - განაცხადა „შუხმან ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები