მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Schweppes შუშის ბოთლით დახლებზე 22 მაისიდან გამოჩდება - რა ეღირება სასმელი?

6467831d2fe38
ვიქტორია მღებრიშვილი
19.05.23 18:55
870
„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ Schweppes-ის მინის ბოთლებში წარმოება დაიწყო, რომელიც საქართველოში დახლებზე 22 მაისიდან გამოჩნდება. სასმელი ადგილობრივი ბაზარზე მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ კი ექსპორტზე გავა. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ BM.GE-სთან ისაუბრა.

ბიზნესმენი ამბობს, რომ პრემიუმ კლასის შეფუთვით Schweppes სამი დასახელებით გამოვა და მისი ღირებულება 1.80 ლარი იქნება. საექსპორტო ქვეყნებში კი სომხეთი, აზერბაიჯანი და ყაზახეთი შედიან.

„Schweppes ბოთლის შეფუთვაში და ასეთი ასორტიმენტით ძალიან ბევრ ქვეყანაში არ გამოდის. „კოკა-კოლასთან“ შეთანხმებით ჩვენ ვქმნით საექსპორტო პროდუქციას, რომელიც სომხეთს, აზერბაიჯანს, ყაზახეთს უნდა მიეწოდოს. ბევრი უშვებს ჩვენი კომპანიის ქარხნები Schweppes, მაგრამ ქილებით. ეს პრემიუმ კლასის შეფუთვაა, რომელიც ვიზუალურად გამოირჩევა და გემოვნური თვისებებითაც ბევრ გემოებს შემოვიტანთ. ახლა სამი გემო გამოვა - მოჰიტო, ჯინჯერით, ტონიკი და კიდევ განვავითარებთ. მოთხოვნილება დიდია. ორშაბათიდან შევალთ ქსელში და კოკა-კოლასთან ერთად 4 ქვეყნის მომარაგება გვაქვს დაგეგმილი“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები