მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

SCP-ის დღიური გატარება წელს 9 თვეში 2%-ით გაიზარდა

მილსადენი

BP-ის ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის პირველ სამ კვარტალში, სამხრეთ კავკასიური გაზსადენის (SCP) გაზის დღიური საშუალო გატარება 63.1 მილიონი კუბური მეტრი იყო. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა 1.4 მლნ მ3-ია (2.2%-ით მეტი).

2025 წლის პირველ სამ კვარტალში, SCPC-ს საოპერაციო დანახარჯი ჯამში დაახლოებით 52 მლნ დოლარი იყო, კაპიტალური დანახარჯი კი დაახლოებით 21 მლნ დოლარი.

SCP-ი 2006 წელს შევიდა ექსპლუატაციაში და შაჰ-დენიზის გაზს აწვდის აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს. მილსადენის გაფართოების პროექტიდან თურქეთისთვის გაზის კომერციული მიწოდება 2018 წლის ივნისში დაიწყო და ევროპისთვის კი 2020 წლის დეკემბერში.

The SCP Co-ს აქციონერები არიან: bp (29.99%), SGC (21.02%), LUKOIL (19.99%), TPAO
(19%) და NICO (10%).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები