მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ი არჩევნებამდე ერთი დღით ადრე $40-მილიონიანი სავალუტო ინტერვენციის მიზეზს განმარტავს

რეფინანსირების განაკვეთი

საქართველოს ეროვნული ბანკი დღეს განხორციელებული ინტერვენციის შესახებ განმარტებას აკეთებს.

საქმე ის არის, რომ დღეს სებ-მა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.

"დღევანდელი სავალუტო აუქციონის გამართვის გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა ამჯერადაც არაფუნდამენტური ფაქტორების ჭარბი გავლენისა და სავალუტო ბაზარზე წინასაარჩევნო პერიოდისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი აჟიოტაჟის პრევენციის მიზნით მიიღო", - განუმარტეს bm.ge-ის ეროვნულ ბანკში.

ინფორმაციისთვის, ეს 2024 წლის ოქტომბერში რიგით მეოთხე სავალუტო ინტერვენციაა, რომელთა ჯამიც 213 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო მთლიანად 2024 წლის განმავლობაში ინტერვენციების ჯამი 382 მილიონი დოლარია.

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენცია განახორციელა 23 ოქტომბერსაც და 60 მილიონი დოლარი გაყიდა. მაშინ სებ-მა აღნიშნული წინასაარჩევნო აჟიოტაჟური ქმედებების და ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციების დაბალანსებით ახსნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები