მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ი და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური BARTA-ს თანაორგანიზატორები ხდებიან

64391903ae2c9
ვიქტორია მღებრიშვილი
14.04.23 23:07
871
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ეროვნული ბანკი და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA) თანაორგანიზატორები ხდებიან. მარეგულირებელ ორგანოებთან ერთად BARTA-ს მხარდამჭერის სურვილს ქვეყანაში მოქმედი მსხვილი ბიზნესასოცაიციებიც გამოთქვამენ.

ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდის საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე გიორგი თაბუაშვილმა „საქმიანი დილაში“ სტუმრობისას მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაგეგმილი რიგით მეხუთე დაჯილდოების - BARTA 2023-ის სიახლეებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს დაჯილდოების მონაწილეთა სივრცის გაფართოების გადაწყვეტილება ავტოვატურად იმაზე მიუთითებს, რომ ჟიურის წევრებს გაცილებით მეტი ძალისხმევის გაწევა მოუწევთ, რაც კომპანიების ანგარიშგებების გაზრდილი რაოდენობის შემოწმებას გულისხმობს.

„კონკურსანტების რაოდენობის ზრდა ნიშნავს, რომ ჟიურის უფრო მეტი ფინანსური ანგარიშგების გაანალიზება და შეფასება მოუწევს, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, კონკურსის ორგანიზებაში, ფინანსურ და საინფორმაციო მხარდაჭერისთვის დამატებით სააგენტოები და ორგანიზაციები მოგვეძიებინა. შესაბამისად, შემიძლია გითხრათ, რომ თანაორგანიზატორების ჩამონათვალს რეფორმების ფონდთან და მსოფლიო ბანკთა ერთად საქართველოს ეროვნული ბანკი და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური დაემატა. მათ გამოთქვეს სურვილი და მზაობა მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტის თანაორგანიზატორობაში.

ამასთან, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ბიზნესასოციაციებთან. მათი ნაწილი ამ კონკურსში გარკვეული ფორმით მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ კონკურსი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტია და ის ბიზნესწრეებში ინტერესს იწვევს“, - აღნიშნა გიორგი თაბუაშვილმა.

"მსოფლიო ბანკის" უფროსმა კონსულტანტმა მართვის სფეროში ირინა გორდელაძემ კი BARTA-ში ადგილობრივი მარეგულირებლების ჩართულობა დადებითად შეაფასა და თქვა, რომ ადგილობრივი სტრუქტურების ჩართულობა კონკურსს გააძლიერებს, რაც საბოლოოდ კერძო სექტორზე დადებითად აისახება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები