სებ-ი: ეკონომიკური ზრდის ძირითდი მიზეზი მოსალოდნელზე მეტად მზარდი ექსპორტი და ტურიზმია
BM.GE
09.05.18 08:44
• 1045
საქართველოს ეროვნული ბანკმა მაისის თვის "მონეტარული პოლიტიკის ანგარიში" გამოაქვეყნა, სადაც დეტალურად არის აღწერილი ინფლაციის მაჩვენებლის პროგნოზი და სხვა ფაქტორები, რასაც ეფუძნება მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები. ანგარიშს თან ერთვის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობე გვენეტაძის ვიდეო-მიმართვაც. მაყურებელს შევახსენებთ, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ბოლო სხდომაზე სებმა რეფინანსირების განაკევთის უცვლელად 7.25%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.