მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ი გამოკითხულთა 36%-ს მოსწონს - IRI-ს კვლევა

6447e2a898f3b
BM.GE
25.04.23 18:30
704
სტატიაში საუბარია:
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის [IRI-ს] ახალი კვლევის თანახმად, ინსტიტუტებიდან ქვეყანაში ყველაზე დიდი მხარდაჭერით არმია სარგებლობს. მას 77%-იანი მხარდაჭერა აქვს, მეორე ადგილზეა 72%-იანი მხარდაჭერით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო, 63%-იანი მხარდაჭერა პოლიციას აქვს. საქართველოს ეროვნული ბანკი გამოკითხულთა 36%-ს მოსწონს, 47%-ს კი სებ-ი არ მოსწონს.

შეგახსენებთ, კვლევა ჩატარდა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი – +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%.