ოთხშაბათს, 25 სექტემბერს, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. სხდომაზე კომიტეტი მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთის შესახებ იმსჯელებს.
სებ-ი აღნიშნულ შეხვედრაზე სავარაუდოდ, განაკვეთის გამკაცრების შესახებ იმსჯელებს. შეგახსენებთ, რომ 4 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაზრდილი ინფლაციური მოლოდინების ფონზე 0.5% პროცენტული პუნქტით, 7%-მდე გაამკაცრა.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი განრიგით წელიწადში რვაჯერ იკრიბება. შემდგომი სხდომა, განრიგის შესაბამისად 23 ოქტომბერს გაიმართება.