მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ის განმარტებით, მათ ოქრო ზოდების და სერტიფიკატების სახით გაყიდეს

ფასი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ნოემბერში $43 მილიონი დოლარის ღირებულების ოქრო ზოდებისა და სადეპოზიტო სერტიფიკატების სახით გაყიდა - ამის შესახებ სებ-ში BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადეს.

ეროვნული ბანკის განმარტებით, მათ მიერ ოქროს შესყიდვა მოხდა ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისად, რომლის რეალიზაციაც ადგილობრივი მოთხოვნის შესაბამისად მოხდა.

სებ-მა საინვესტიციო დანიშნულების ოქროს შესყიდვა და მისი რეალიზაცია 2023 წლის დეკემბერში დაიწყო და 2023 წლის დეკემბრიდან-მაისის პერიოდში სებ-ი სავალუტო რეზერვების მიღმა თვიდან თვემდე საშუალოდ 2 მილიონი დოლარის ოქროს ინახავდა, თუმცა 2024 წლის მაისიდან ამ ოქროს მოცულობა ჯერ 10 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო უკვე სექტემბრისთვის მისმა მოცულობამ 47 მილიონ დოლარს მიაღწია, ნოემბერში კი სებ-მა 45 მილიონი დოლარის ოქრო გაყიდა, რის შედეგადაც ამ ოქროს მარაგის მოცულობა 3.7 მილიონ დოლარამდე შემცირდა. ბაზარზე ზოდებისა და სერტიფიკატების სახით რეალიზებული ოქროს მოცულობა დაახლოებით 511 კილოგრამს შეადგენს.

"მოგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს გააჩნია ორი ტიპის ოქრო: მონეტარული ოქრო, რომელიც საერთაშორისო რეზერვების აქტივს წარმოადგენს და საინვესტიციო ოქრო, ოქროს სერტიფიკატებისა და საინვესტიციო ზოდების სახით.

ბოლო წლებში, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მაღალი ინფლაციისა და გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, ოქროზე მოთხოვნა გლობალურად მნიშვნელოვნად გაიზარდა. ოქროში ინვესტირება ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო საშუალებაა და მოთხოვნაც მუდმივად არსებობს. ოქრო დანაზოგების დივერსიფიკაციის კარგი საშუალებაცაა.

საერთაშორისო ბაზრებზე ოქროს ფასი ვოლატილურია და შესაბამისად მისი ღირებულება თვიდან თვემდე იცვლება, რაც ბუნებრივი მოვლენაა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოქროს სერტიფიკატებისა და ზოდების გაყიდვა 2023 წლის დეკემბრიდან დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო ოქროზე მოთხოვნა მზარდია და ბოლო ერთი წლის განმავლობაში დღემდე ოქროს ზოდები 529 მომხმარებელმა შეიძინა, რომლებმაც 947 ტრანზაქცია განახორციელეს,"- ნათქვამია სებ-ის პასუხში.

რაც შეეხება სავალუტო რეზერვებში არსებულ ოქროს მარაგებს, მისი მოცულობა ნოემბრის მდგომარეობით 608 მილიონ დოლარს (6.1 ტონას) შეადგენდა.

ებ-ის სტატისტიკის თანახმად, ეს ოქრო სავალუტო რეზერვებში არ შედიოდა. შეგახსენებთ, სებ-მა 2024 წლის მარტ-აპრილში, ჯამში, 6.1 ტონა ოქრო შეიძინა, რომლის ფასიც ამჟამად 608 მილიონ დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები