მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ის კანონში ცვლილებები, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობა - კიდევ რა რისკებზე წერს Fitch-ი?

Fitch
13.01.24 22:00
2418

Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი'BB' დონეზე შეუნარჩუნა. ამის შესახებ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ ანგარიში დღეს გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია რისკებზე, სადაც მათ შორის ნახსენებია, პრეზიდენტის იმპიჩმენტი, სებ-ის კანონში ცვლილება და ლარის კურსი.

"მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორების მიხედვით, საქართველო მმართველობის ხარისხით უსწრებს თავის მსგავს ქვეყნებს, თუმცა მმართველობის ხარისხის აღქმას დარტყმის ქვეშ აყენებს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები და მთავრობასა და პრეზიდენტს შორის მზარდი დაპირისპირება (რომელიც 2023 წელს პრეზიდენტის შეუმდგარი იმპიჩმენტის მცდელობაში გადაიზარდა)", - წერს Fitch-ი თავის მიმოხილვაში.

რისკებზე საუბრისას ნახსენებია, ლარის კურსი და ნათქვამია, რომ მისი მკვეთრი გაუფასურება ვალის დინამიკას დიდ რისკს უქმნის. თუმცა, ასევე წერია, რომ საგარეო ვალის 94% არის ორმხრივი და მრავალმხრივი დონორებისგან, რაც ამ რისკს ამცირებს.

ასევე საუბარია, გეოპოლიტიკური რისკებზე, რომელიც Fitch-ის თანახმად რუსეთთან მიმართებაში კვლავ მაღალია. Fitch საშუალოვადიან პერიოდში არ ელის, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ხანგრძლივი გადაუჭრელი კონფლიქტების ესკალაციას.

გეოპოლიტიკურ რისკებში შევიდა ასევე, ის, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია გაწევრიანების პროცესში. მოლაპარაკებები ახლა გაგრძელდება ცხრა პრიორიტეტულ მიმართულებაზე, რომლებიც ევროკავშირმა საქართველოსთვის განსაზღვრა, მათ შორის სასამართლო რეფორმების პროგრესი, „დეოლიგარქიზაცია“ და მედიის თავისუფლება, რაც ქვეყანამ უნდა შეასრულოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები