საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი შალვა მხატრიშვილი მუშაობას საერთაშორისო სავალუტო ფონდში მაკროეკონომიკის მიმართულებით გააგრძელებს. სებ-ის დატოვებისა და სამომავლო საქმიანობის შესახებ მან პოსტი Facebook-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.
"მეგობრებო, 12-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, ვტოვებ ჩემს თანამდებობას ეროვნულ ბანკში. მთელი ამ ხნის განმავლობაში მუდმივად ეროვნულ ბანკზე ფიქრის შემდეგ, ძალიან რთულია ჩემი თითოეული თანამშრომლის და მათთან ერთად გაკეთებული საქმის დატოვება. ცხადია, ვრჩები ეროვნული ბანკის ინსტიტუციონალური გაძლიერების გულშემატკივარი, ამჯერად შორიდან. მოღვაწეობას გავაგრძელებ საერთაშორისო სავალუტო ფონდში, ვაშინგტონში, კვლავ მაკროეკონომიკის მიმართულებით", - წერს შალვა მხატრიშვილი.