ეროვნული ბანკი საბჭოს გადაწყვეტილებით, სებ-ის პირველი ვიცეპრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე გახდა. ის ამ დრომდე სებ-ის ვიცეპრეზიდენტი იყო.
ამასთან, სებ-ის საბჭოს ახლად არჩეული წევრი ნინო ჯელაძე ეროვნული ბანკის აღმასრულებელ რგოლში გადაინაცვლებს და ბანკის ვიცეპრეზიდენტი იქნება.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას "ოცნების" პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ნათია თურნავა სებ-ის პრეზიდენტად დანიშნა. ნათია თურნავას კანდიდატურა მიხეილ ყაველაშვილს სებ-ის საბჭომ წარუდგინა, რომლის 4 ახალი წევრი (მათ შორის ნინო ჯელაძე) საქართველოს პარლამენტმა 6 თებერვალს დაამტკიცა.
თურნავა 2023 წლის ივნისიდან სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციებს იკავებდა. 2022 წლის ივნისიდან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრია.
ცნობისთვის, სებ-ის საბჭო 9 წევრითაა დაკომპლექტებული.




























