საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სებ-ის საბჭოს აწ უკვე ყოფილ წევრ ნანა ყეინიშვილთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს და მომხდარს "სამწუხარო ფაქტს" უწოდებს. როგორც ნათია თურნავამ მედიასთან BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, კარგია რომ პროკურატურას დროულად მიმართეს. ასე უპასუხა თურნავამ კითხვას, თუ ვინ არის მომხდარზე პასუხისმგებელი.






























