მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ის შეფასებით, მისოების კრედიტის ლიმიტის 200,000 ლარამდე გაზრდა სექტორის ზრდას შეუწყობს ხელს

ლარები

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ" კანონში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გასაცემი მიკროკრედიტების მაქსიმალურ ლიმიტი 100 000-დან 200 000 ლარამდე გაიზარდა. ამ ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი, რომლის თანახმადაც ეს ნაბიჯი სექტორის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.

"კანონში შეტანილი ცვლილებებით, საქართველოს ეროვნულ ბანკს ენიჭება უფლებამოსილება, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის ნორმატიული აქტით განსაზღვროს მიკროკრედიტის შესახებ დამატებითი მოთხოვნები. ამასთან, უზრუნველყოს მიკროსაფინანსო სექტორის ზედმეტი რისკებისგან დაცვა, რაც მათი უსაფრთხო საქმიანობის წინაპირობა იქნება.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა ახალი პროდუქტები და მომსახურებები შესთავაზონ თავიანთ მომხმარებლებს. მცირე და საშუალო ბიზნესს კი მიეცემა შესაძლებლობა უფრო დიდი მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდონ და გააფართოონ თავიანთი საქმიანობა, რაც ეკონომიკურ ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს,"- ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

არსებული მდგომარეობით, მისოების საკრედიტო პორტფელების ჯამური მოცულობა 2 მილიარდ ლარს შეადგენს, აქედან სესხების 95% ფიზიკურ პირებზე მოდის, ხოლო კრედიტების რაოდენობა 889,760-ია. სებ-ისთვის წარდგენილი მონაცემების თანახმად, ამ სეგმენტში ერთი კრედიტის საშუალო ზომა 2,192 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება იურიდიულ პირებზე გაცემულ კრედიტებს, მისი პორტფელია 20 მილიონი ლარი, მსესხებელთა რაოდენობაა 676, ხოლო ერთი სესხის საშუალო ზომა 29,280 ლარია. შესაბამისად, ლიმიტის გაზრდა მისოებს სწორედ ამ სეგმენტში მისცემს უფრო დიდი ზომის სესხების გაცემის შესაძლებლობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები