ეროვნულმა ბანკმა AML/CFT ზედამხედველობის ფარგლებში „ბაზისბანკი“ დააჯარიმა. წელს ეს ბანკის დაჯარიმების პირველი შემთხვევაა.
საფინანსო ორგანიზაციას კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის გამო 32 800 ლარის ჯარიმა დაეკისრა.
სებ-ის განმარტებით, ჯარიმა ბანკს დაეკისრა შემოწმების შედეგად გამოვლენილი შემდეგი დარღვევების გამო:
ბანკის შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის 2 შემთხვევა;
1 კლიენტთან მიმართებით კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ქონების ან/და ფულადი სახსრების წარმომავლობის არასათანადოდ დადგენა;
2 შემთხვევაში ბანკის მხრიდან განხორციელდა საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენა;
2 შემთხვევაში მოხდა „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა;
1 კლიენტთან მიმართებით განხორციელებულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით არ მოხდა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების გადაცემა "ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა AML/CFT ზედამხედველობის ფარგლებში 2023 წლის განმავლობაში ოთხი კომერციული ბანკი დააჯარიმა. საერთო ჯამში, გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 274 000 ათასი ლარია. დაჯარიმდა "ტერაბანკი" - ჯარიმის მოცულობა: 41,000 ლარი; "ბანკი ქართუ" - ჯარიმის მოცულობა 64 000 ლარი ; „კრედო ბანკი“ - ჯარიმის მოცულობა: 30 000 ლარი; "ლიბერთი ბანკი" - ჯარიმის მოცულობა 75 000 ლარი