მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა "ფორსაით ბროკერსზე" საბროკერო საქმიანობის ლიცენზია გასცა

ფორსაიტი
20.11.24 17:34
344
სტატიაში საუბარია:

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბროკერო კომპანია ფორსაით ბროკერსი საქართველოს ფინანსურ ბაზარზე საქმიანობის დაწყების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. კომპანიამ სრული საბროკერო ლიცენზია მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს მიიღო. ფორსაით ბროკერსის ლიცენზიის ფარგლებში მომხმარებლებს, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს სთავაზობს სრულ საინვესტიციო საბანკო მომსახურებას, ფასიანი ქაღალდებით სავაჭრო პლატფორმის საშუამავლო მომსახურებას და უნაღდო სავალუტო კონვერტაციებს.

„ფორსაით ბროკერსი“ ფორსაითის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელთან აფილირებული ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია „ფორსაით ინვესტმენტ გრუპი“ უკვე მესამე წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ფინანსურ ბაზარზე და ეხმარება საქართველოს კაპიტალის ბაზარს გამსხვილებასა და განვითარებაში. შეგახსენებთ, რომ „ფორსაითი“ მართავს საქართველოს პირველ ავტორიზებულ (საცალო ინვესტორების განკუთვნილ) საინვესტიციო ფონდს - ფორსაითის ლარის ფონდს და ოთხ რეგისტრირებულ ფონდს.

ფორსაით ბროკერსის დირექტორის, ნონა კრიხელის განცხადებით, საბროკერო კომპანია განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაზე. ამასთან, კომპანია გეგმავს შექმნას ლიკვიდური მეორადი ბაზარი სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტისთვის, მათ შორის, სადეპოზიტო სერტიფიკატებისა და კორპორაციული ობლიგაციებისთვის, სადაც თავად შეასრულებს ბაზრის შემქმნელის (ე.წ. „მარკეტ მეიქერის“) ფუნქციას.

აღნიშნული მიდგომა განსხვავდება არსებული საბროკერო კომპანიების მიმდინარე პრაქტიკისგან. შესაბამისად, ფორსაით ბროკერსი ქმნის სრულიად ახალ შესაძლებლობებს როგორც კომპანიებისთვის, ისე ინდივიდუალური ინვესტორებისთვის, რათა მათ შეძლონ თავიანთი დანაზოგის უკეთესი პირობებით განთავსება.

"ფორსაით ბროკერსის დაფუძნება ჩვენი ჯგუფის სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რათა შევქმნათ მრავალფეროვანი ფინანსური სერვისები, რომლებიც დაეხმარება როგორც კომპანიებს, ისე ფიზიკურ პირებს მათი დანაზოგი გახდეს მაქსიმალურად სარგებლიანი. ჩვენი მიზანია, გავხდეთ წამყვანი მოთამაშე საქართველოს კაპიტალის ბაზარზე და ხელი შევუწყოთ მის განვითარებას", - განაცხადა ნონა კრიხელმა, "ფორსაით ბროკერსის" მმართველმა დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები