გასული სამუშაო კვირის 21-25 ოქტომბრის განმავლობაში ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. გაცვლითი კურსის მერყეობის შერბილების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა ორი ინტერვენცია 23 ოქტომბერს 60 მილიონი დოლარის და 25 ოქტომბერს 40 მილიონი დოლარით განახორციელა. მთლიანობაში ოქტომბრის განმავლობაში განხორციელებული ინტერვენციების მოცულობამ 213 მილიონი დოლარი შეადგინა, 2024 წლის განმავლობაში კი 382 მილიონი დოლარი გაიყიდა სავალუტო აუქციონებზე.
რაც შეეხება სხვა ეკონომიკურ პარამეტრებს, საქსტატის თანახმად, სექტემბერში საქართველოში ფულადი გზავნილის მოცულობამ 283 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 1%-ით არის შემცირებული, ხოლო ექსპორტის მოცულობა კი სექტემბერში 17%-ით გაიზარდა და მან 616 მილიონი დოლარი შეადგინა.
ლარის ცვლილება გასული კვირის განმავლობაში ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან ასე ნაწილდება:
ვალუტა | ლარი | ცვლილება თეთრებში |
აშშ დოლარი | 2.7198 | -0.41 |
ევრო | 2.9442 | 0.15 |
დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი | 3.5314 | 1.12 |
თურქული ლირა | 0.0793 | -0.01 |
100 რუსული რუბლი | 2.8191 | -1.99 |
აზერბაიჯანული მანათი | 1.5995 | -0.16 |
1000 სომხური დრამი | 7.0188 | 0.67 |
100 იაპონური იენი | 1.7902 | 2.62 |
10 ჩინური იუანი | 3.8176 | -0.21 |
10 უკრაინული გრივნა | 0.6578 | 0.09 |