მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა მორიგი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა - გამოტანილი იყო $30 მლნ, გაიყიდა $7.6

სებ

დღეს ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო აუქციონი გამართა - სებ-ის ინფორმაციით, გასაყიდად გამოტანილი იყო $30 მილიონი დოლარი, საიდანაც ბაზარმა $7.6 მილიონი აითვისა. ეს ბოლო 10 დღეში სებ-ის რიგით მესამე სავალუტო ინტერვენციაა, წინა აუქციონებით სებ-მა $20 და $37 მილიონი დოლარი გაყიდა. სამივე აუქციონზე კი სულ 64.7 მლნ დოლარი გაიყიდა.

"2023 წლის 25 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 30 მილიონი აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 7 600 000 აშშ დოლარი, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6682 შეადგინა,"- ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ სებ-ი ინტერვენციების შესახებ ინფორმაციას სამუშაო დღის 17:00-მდე, ანუ კურსის გამოცხადებამდე აქვეყნებდა, თუმცა დღეს ინტერვენციის შესახებ კურსის გამოცხადებიდან პოსტ-ფაქტუმ გახდა ცნობილი. 

25 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით 1.35 თეთრით გამყარდა და ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6681 გახდა.

ევროსთან მიმართებით ლარი 1.40 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ღირებულებამ 2.8381 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ბრიტანულ სტერლინგს, ამ შემთხვევაში ლარი 1.95 თეთრით გამყარდა და ახალი კურსი 3.2647  შეადგენს.

ერთი ლირა კი 9.81 თეთრი ღირს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები