მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე დატოვა - შეფასებები;

19 ივნისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 5,54 თეთრით გამყარდა რის შედეგადაც ოფიციალური ღირებულება 2.80 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 5 თეთრზე ცოტა მეტით გამყარდა ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც. დღეისთვის ოფიციალური კურსი 3.01 ლარია. 3. 57 ლარი ღირს ლარი გირვანქა სტერლინგთანაც და გამყარება აქაც 5.65 თეთრიანი იყო.

მანამდე იყო სებ-ის გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე დატოვებასთან დაკავშირებით. მარეგულირებელი პრესრელიზში სურსათის ფასების საერთაშორისო ინდექსის ზრდაზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ თუ დამატებითი რისკები არ რეალიზდება, ეროვნული ბანკი, ფრთხილი ბიჯებით, პოლიტიკის განაკვეთის მის ნეიტრალურ დონემდე შემცირებას დაუბრუნდება.

სტუმარი: აკაკი ცომაია - ეკონომისტი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები