ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე დატოვა. იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბლა ნარჩუნდება, ხოლო ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია, ეროვნული ბანკი ამბობს, რომ რეფინანსირების განაკვეთს არ ამკაცრებს. თუმცა ამასთან, სები მიუთითებს, რომ გლობალურ ბაზრებზე არსებულ ტენდენციებს, ასევე მაღალ გაურკვევლობას, შესაძლოა, ინფლაციურ მოლოდინებზე ნეგატიური გავლენები ჰქონდეს. ეკონომისტები კი ამბობენ, რომ არსებული არასტაბილური ვითარების შენარჩუნების შემთხვევაში, ლარის მკვეთრი მერყეობა და შესაბამისად, ინფლაციური პროცესის დაჩქარებაა მოსალოდნელი. რა არგუმენტებით შეინარჩუნა ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად და რა რისკები არსებობს ინფლაციასთან მიმართებაში