ეროვნულმა ბანკმა საგადახდო მომსახურების პროვაიდერი შპს „ნეოლეთი“ 26 000 ლარით დააჯარიმა.
სებ-ის ვებგვერდზე 26 ნოემბერს განთავსებული ინფორმაციით, კომპანია დაჯარიმდა:
- შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორად წარმოდგენის 1 შემთხვევის გამო;
- 1 შემთხვევაში პროვაიდერის მხრიდან გამოვლინდა ადგილზე შემოწმების შედეგად პროვაიდერისთვის წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა;
- გამოვლინდა, რომ პროვაიდერის შესაბამისობის კონტროლის სისტემა არ ითვალისწინებს დამოუკიდებელი აუდიტის ფუნქციას (შესაბამისად არ ჩატარებულა დამოუკიდებელი აუდიტი);
- გამოვლინდა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის 1 შემთხვევაში არასწორად წარდგენა და 1 შემთხვევაში წარუდგენლობა.
ცნობისთვის, კომპანია 2018 წელს დარეგისტრირდა. მეწარმეთა რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, მისი დირექტორი შალვა ჭელიძეა, რომელიც კომპანიის 5%-ს ფლობს, მესაკუთრეები ასევე არიან:
- ნოდარი დურგლიშვილი - 40.375%;
- გიორგი გოგუა - 40.375%;
- ლეილა დოლიძე - 14.25%.