საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საგადახდო მომსახურების პროვაიდერი შპს „ქლეარდ სისტემსი” დააჯარიმა.
კომპანია 3 000 ლარით დაჯარიმდა, რისი მიზეზიც ისაა, რომ ერთ კლიენტთან მიმართებით არ მომხდარა მათი ქონებისა და ფულადი სახსრების წარმომავლობის დოკუმენტურად დადგენა.
სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, კომპანია 2018 წელს დარეგისტრირდა. მისი დირექტორი გიორგი წურწუმიაა. 100%-იან წილს კი აშშ-ში რეგისტრირებული CLEARD SYSTEMS, INC ფლობს.




























