მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სებ-მა „ვოლიფეი“ 13 000 ლარით დააჯარიმა - მიზეზები

WallyPay

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საგადახდო მომსახურების პროვაიდერი შპს „ვოლიფეი“ 13 000 ლარით დააჯარიმა.

2 სექტემბერს გამოქვეყნებული გადაწყვეტილების თანახმად, მიზეზები ასეთია:

  • ერთ შემთხვევაში დარღვეულია პოლიტიკურად აქტიურ პირთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულება, რისთვისაც 5 000 ლარის ჯარიმა დაეკისრა.
  • 2 შემთხვევაში კომპანიამ ეროვნულ ბანკს არასწორი ინფორმაცია წარუდგინა, რისთვისაც 2 000 ლარის ჯარიმა დაეკისრა.
  • დაფიქსირდა ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარუდგენლობის ფაქტი, რამაც 3 000 ლარით დაჯარიმება განაპირობა.
  • დაფიქსირდა ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის ინფორმაციის არასწორად წარდგენა, რისთვისაც ასევე 3 000 ლარით დაჯარიმდა.

სამეწარმეო ამონაწერის თანახმად, კომპანია 2018 წელს არის რეგისტრირებული. შპს „ვოლიფეის“ დირექტორია ნათია ჭყოიძე. წილები ასე ნაწილდება:

  • 40.1% - მოშე ზუკი (ისრაელის მოქალაქე)
  • 50% - ორენ დუანიასი (ისრაელის მოქალაქე)
  • 9.9% - შეზღუდული პასუხისმგებლობის
    საზოგადოება DFI Europe, HRB /გერმანია/

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები