მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სებ-ს 6 წელზე ხანდაზმულ საქმეზე სანქციის დადება აღარ შეეძლება"

BM.GE
27.05.19 14:30
983
ახალი კანონპროექტი პალამენტში -კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანისთვის მომზადებული ინიციატივა პარლამენტში უკვე რეგსტრირებულია. პროექტის ავტორის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ახალი წესის მიღების შემთხვევაში ეროვნულ ბანკს ცალკეული ბანკების დაჯარიმების დროს, შესაბამისი დასაბუთების წარდგენა მოუწევს, სანქციის მოცულობა კი აუცილებლად თანაზომადი უნდა იყოს. ასევე, კანონპროექტი მიზნად ისახავს რიგი პრობლემების მოგვარებას: პირველი, დღეს, საქართველოს კანონმდებლობა უშვებს რიგ შემთხვევებს, როცდესაც ერთი და იმავე დანაშაულზე ხდება ორჯერ ან/და მეტჯერ დასჯა. ეს კი ეწინააღმდეგება სამართლიანი სახელმწიფოს პრინციპებს; მეორე, ეროვნული ბანკის მიერ სანქცირებადი ქმედების აღმოჩენაზე, არ არის გაწერილი ხანდაზმულობის ვადა, რაც საშუალებას იძლევა რეგულატორის მხრიდან ბოროტად ან/და შერჩევითად იყოს გამოყენებული უფლებამოსილება;

სტუმარი: ზურაბ ჭიაბერაშვილი - "ევროპული საქართველო"; წევრი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები