მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ს ანგარიშვალდებული კომპანიების ფინანსური ანგარიშგებები reportal.ge-ის მეშვეობით წარედგინება

5e8f5e5696021
შოთა ტყეშელაშვილი
09.04.20 22:17
1129
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, საწარმოებისთვის ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის პროცესის გამარტივებისა და ოპტიმიზაციის მიზნით, იმ საწარმოებისთვის, რომლებიც ვალდებულნი არიან გაასაჯაროვონ საკუთარი ფინანსური შედეგები, ფასს სტანდარტების შესაბამისად მომზადებული ანგარიშგების წარდგენის მიმართულებით ერთი ფანჯრის პრინციპი ამოქმედდა.

კერძოდ, "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული წლიური და ნახევარწლიური ფინანსური ანგარიშგებები საქართველოს ეროვნულ ბანკს "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშგების ვებგვერდის - reportal.ge - მეშვეობით ელექტრონულად წარედგინება. აღნიშნული ცვლილება ასევე 2019 წლის საანგარიშგებო პერიოდისთვის მომზადებულ წლიურ ანგარიშს შეეხება.

შესაბამისი ცვლილება შევიდა შემდეგ ნორმატიულ აქტებში:

შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, COVID-19 ვირუსის გავრცელების შედეგად ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ანგარიშვალდებული კომპანიებისთვის 2019 წლის წლიური ანგარიშგების წარდგენის ვადა 45 დღით გახანგრძლივდება. შესაბამისად, აღნიშნული სუბიექტები აუდიტირებულ ფინანასურ ანგარიშგებას ეროვნულ ბანკს წარუდგენენ არაუგვიანეს ამა წლის 30 ივნისისა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები