მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სებ-ს საერთაშორისო გამოცემა Central Banking - ის ჯილდო გადაეცა

5f58b7d2e87a5
ინგა მურუსიძე
09.09.20 15:00
455
დღეს, საქართველოს ეროვნულ ბანკს ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემა Central Banking - ის ჯილდო გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკი და კომპანია "მონტრანი", საქართველოს ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის (GSSS) დანერგვისთვის - "გირაოს მართვის სერვისების საუკეთესო მიმწოდებელის" ნომინაციაში გამარჯვებულად მიმდინარე წლის დასაწყისში დასახელდნენ.

"GSSS ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების ინტეგრირებული სისტემაა, რომელიც ეროვნულმა ბანკმა 2018 წლიდან აამოქმედა. GSSS ქვეყნის ფინანსური სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტია და მისი მეშვეობით ხდება სახელმწიფო და კერძო ფასიანი ქაღალდების გამოშვება, შენახვა, დაფარვა და დაგირავება. აღსანიშნავია, რომ ფასიანი ქაღალდები საუკეთესო გირაო როგორც ბანკთაშორისი ბაზრისთვის, ისე ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციებისთვის. შესაბამისად, სისტემის გამართულ, სწრაფ და საიმედო მუშაობას ფინანსური სტაბილურობის მხარდასაჭერად დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

GSSS წარმოადგენს თვისობრივად უნიკალურ ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემას. ის უზრუნველყოფს კერძო და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარების ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ოპერირებას ერთიანი მაღალტექნოლოგიური პლატფორმის ქვეშ, რომლის შეუფერხებელი ფუნქციონირებაც ეროვნული ბანკის მიერ არის გარანტირებული. ამ გზით GSSS სისტემა უმცირესი დანახარჯით აღწევს კაპიტალის ბაზრის სრულ ინტეგრაციას, მაქსიმალურ უსაფრთხოებასა და ინვესტორთა ნდობას, რაც მცირე ზომისა და რესურსების მქონე ქვეყნისთვის საუკეთესო მოდელია", - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.

Central Banking - ის დაჯილდოება საერთაშორისო ფინანსურ საზოგადოებაში ფართოდაა აღიარებული და მასში მონაწილე ბანკების მაღალ რეპუტაციასა და წარმატებულ საქმიანობაზე მიუთითებს.
NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები