"ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 9.5%-მდე გაზარდა.
ეროვნულ ბანკს, რომ მოუწევდა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, ამას ვამბობდი ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს.
1%-იანი ზრდა საკმაოდ დიდი ბიჯია, თუმცა საჭირო იყო. უფრო მეტიც, თავის დროზე რომ გაეზარდა, ასეთი ნახტომისებური ზრდა დღეს არ მოუწევდა და მონეტარული ფონი (მათ შორის ინფლაცია) უფრო სტაბილური გვექნებოდა.
ბუნებრივია, მთლიანობაში მე მივესალმები ამ გადაწყვეტილებას," - საკუთარ Facebook გვერდზე წერს ირაკლი კოვზანაძე.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ კი დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ინფლაციაზე ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორები მოქმედებენ, რომ მათ წინააღმდეგ სებ-ს "სასწაულის გაკეთების" შესაძლებლობა არ აქვს.
"ის ფაქტორები, რაც დღეს ინფლაციაზე მოქმედებს, არის ეროვნული ბანკის მანდატის გარეთ. შეუძლებელია მათი კონტროლი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიყენებთ ყველა ბერკეტს იმისთვის, რათა ინფლაციის დინამიკა შეესაბამებოდეს ჩვენს მანდატს ანუ ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები დაეხმაროს იმას, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია ანუ ფასების ზრდა შემცირდეს. შეუძლებელია ეროვნულმა ბანკმა ამ პროცესში რაღაც სასწაული გააკეთოს,” - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მარტში საქართველოში ინფლაციამ ბოლო რამდენიმე თვის რეკორდულ მაჩვენებელს - 7.2%-ს მიაღწია.