მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სებმა 20 კომპანია, მათ შორის 14 სავალუტო პუნქტი დააჯარიმა

რეფინანსირების განაკვეთი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 კომპანია, ჯამში 76 000 ლარით დააჯარიმა. 11 დეკემბერს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებების თანახმად, ყველაზე მეტი, 14 სუბიექტი ვალუტის გადამცვლელ პუნქტს წარმოადგენს, რომელთა დაჯარიმების ძირითადი მიზეზი ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანების მოთხოვნის დარღვევაა, რომელიც ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესს შეეხება.

უფრო დეტალურად, დაჯარიმებული კომპანიები შემდეგია:

ვალუტის გადამცვლელი პუნქტები:

  • ინდივიდუალური მეწარმე "ინდივიდუალური მეწარმე თამარ ფატლაძე" 2 000 ლარით დაჯარიმდა
  • ინდივიდუალური მეწარმე "ალბერტ აკოფიანი" 2 000 ლარით დაჯარიმდა
  • ინდივიდუალური მეწარმე "მამუკა მარიამიძე" 2 000 ლარით დაჯარიმდა
  • ინდივიდუალური მეწარმე "თამარა აბაშიძე" 2 000 ლარით დაჯარიმდა
  • ინდივიდუალური მეწარმე "მიხეილ ფიფია" 3 000 ლარით დაჯარიმდა
  • ინდივიდუალური მეწარმე "ანა ქულუსაშვილი" 2 000 ლარით დაჯარიმდა
  • შპს "ნუკი" 6 000 ლარით დაჯარიმდა (სებ-ისთვის ანგარიშგების განმეორებითი წარუდგენლობის გამო)
  • შპს "ემ ენდ ემ" 2 000 ლარით დაჯარიმდა
  • შპს "ტიფლისი" 2 000 ლარით დაჯარიმდა
  • შპს "თეთრი" 2 000 ლარით დაჯარიმდა
  • შპს "კარგი დღე" 2 000 ლარით დაჯარიმდა.
  • შპს "ბიტკროსს" 3 000 ლარით დაჯარიმდა.
  • შპს "გიგა 1974" 6 000 ლარით დაჯარიმდა (სებ-ისთვის ანგარიშგების განმეორებითი წარუდგენლობის გამო)
  • შპს "ფავორიტი-54" 6 000 ლარით დაჯარიმდა (სებ-ისთვის ანგარიშგების განმეორებითი წარუდგენლობის გამო)

სესხის გამცემი სუბიექტი:

  • სს "იბა ჯეო" სებ-ისთვის ანგარიშგების დროულად წარუდგენლობისთვის 5 000 ლარით დაჯარიმდა.
  • შპს "საფინანსო პლიუსს" სებ-ისთვის ანგარიშგების განმეორებით წარუდგენლობისთვის 10 000 ლარი დაეკისრა.
  • შპს "საქართველოს აღსრულების სამსახური" სებ-ისთვის ანგარიშგების განმეორებით წარუდგენლობისთვის ასევე 10 000 ლარით დაჯარიმდა.

საგადახდო მომსახურების პროვაიდერი:

შპს "პეიფაი" სებ-ისთვის ანგარიშგების დროულად წარუდგენლობისთვის 5 000 ლარით დაჯარიმდა.

საინვესტიციო ფონდი:

  • სს "ფიუჩერ ლაბორატორი ვენჩერს" დაჯარიმდა 2 000 ლარით სებ-ისთვის ანგარიშგების დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო.
  • ამავე მიზეზით, 2 000 ლარით დაჯარიმდა სს "ქაფითალ ქრაფთ".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები