საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წელს 3 კომერციული ბანკი (ჯამურად 315 ათასი ლარით) და 11 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია (ჯამურად 870 700 ლარით) დააჯარიმა.
კომპანიები ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის (AML/CFT) ზედამხედველობის ფარგლებში დაჯარიმდნენ.
უახლესი, 10 აგვისტოს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებით, სს „ტერაბანკი“ 5 ათასი ლარით დაჯარიმდა. ასევე მიმდინარე წელს „კრედო ბანკი" 60 000 ლარით, ხოლო „თიბისი ბანკი“ 250 000 ლარით დაჯარიმდა. საგულისხმოა, რომ 2025 წელს სებ-მა სულ 4 კომერციული ბანკი დააჯარიმა.
რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, უახლესი გადაწვეტილბეა 3 აგვისტოთი თარიღდება, როდესაც სებ-მა შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ცენტრალს“ 6 000 ლარი დააკისრა. წელს დაჯარიმდნენ შემდეგი მისოები:
- შპს „მისო B კრედიტი“ - 4 000 ლარი;
- შპს „მისო ექსპრეს კაპიტალ +“-ს - 4 300 ლარი;
- შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კროს კრედიტი“ - 6 000 ლარი;
- სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯორჯიან კაპიტალი“ - 1 000 ლარი;
- სს „მისო ინვესტ ჯორჯია“ - 17 000 ლარი;
- შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპრესი“ - 94 000 ლარი;
- შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია პიაცა კაპიტალი“ - 17 300 ლარი;
- სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალფა ექსპრესი" - 18 000 ლარი;
- შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბერმელი" - 621 600 ლარი;
- შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MJC“ - 81 500 ლარი.
გასულ წელს ჯამურად სულ 6 მისო დაჯარიმდა.
სებ-ის წლიური ანგარიშის თანახმად, 2025 წელს, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის დაკისრებული ფულადი ჯარიმის ოდენობამ ჯამურად 9 588 950 ლარი შეადგინა, რომელიც ასე ნაწილდებოდა:





























