სეიშელის კუნძულები 25 მარტიდან ყველა ტურისტისთვის გაიხსნება. კუნძულებზე გამგზავრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ვაქცინა გაკეთებული. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, ერთადერთი გამონაკლისი სამხრეთ აფრიკის მოქალაქეები იქნებიან იქ გავრცელებული აფრიკული შტამის გამო.
როგორც სეიშელის კუნძულების ტურიზმის მინისტრმა განაცხადა, ერთადერთი დოკუმენტი, რომელსაც ტურისტებს მოსთხოვენ, კოვიდ-ტესტის პასუხია, რომელიც მოქალაქეს ბოლო 72 საათში უნდა ჰქონდეს გაკეთებული. ამასთან, სეიშელზე ტურისტებს ისევ მოუწევთ პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.