მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სელენა გომეზი 32 წლის ასაკში მილიარდერი გახდა

rare

32 წლის მსახიობი, მომღერალი და ინვესტორი სელენა გომეზი მილიარდერია. Bloomberg-ის თანახმად, ანტრეპრენიორის ქონება $1.3 მილიარდადაა შეფასებული, რითაც სელენა გომეზი აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა თვითშემდგარი მილიარდერია.

მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში, სელენა გომეზმა შემოსავალი მუსიკალური პროდუქტებით, სხვადასხვა ბრენდთან პარტნიორობითა და მსახიობობით გამოიმუშავა, თუმცა მისი აქტივების მთავარი წილი Rare Beauty-ზე მოდის - დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდზე, რომელიც მომღერალმა 5 წლის წინ წამოიწყო და ინდუსტრიის ერთ-ერთ წამყვან წარმომადგენლადაც მალე აქცია.

შესაბამისად, Bloomberg-ის შეფასება მოიცავს როგორც გომეზის წილს Rare Beauty-ში, ასევე წილს მენტალური ჯანმრთელობის ონლაინპლატფორმა Wondermind-ში და შემოსავალს, რომელიც მომღერალმა სოციალური ქსელებიდან დააგროვა, სადაც მხოლოდ ერთ პლატფორმაზე (Instagram) 424 მილიონი გამომწერი ჰყავს.

სელენა გომეზის პროექტებს შორისაა $30 მილიონად შეფასებული პარტნიორობა Puma-სთან და $10 მილიონიანი შეთანხმება Coach-თანაც.

ამჟამად სელენა გომეზი, გარდა კოსმეტიკის წარმოებისა, სამსახიობო კარიერას აგრძელებს და Hulu-ზე სატელევიზიო შოუ Only Murders in the Building მონაწილეობისთვის $6 მილიონს იღებს - შემოსავალი სეზონურია, სერიალი კი ეკრანებზე მეხუთე სეზონით სულ ახლახან დაბრუნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები