მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სელფი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერია

სელფი
07.03.24 11:01
64
სტატიაში საუბარია:

სელფი, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ. აბონენტს ემსახურება, გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი გახდა. ქალთა გაძლიერების 7 პრინციპი საერთაშორისო ინსტრუმენტია, რომელიც შექმნილია გაეროს ქალთა ორგანიზაციის და გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ და წარმოადგენს ერთგვარ გზამკვლევს იმ კერძო კომპანიებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავენ ქალების გაძლიერებას სამუშაო ადგილზე, ბაზარზე, ზოგადად საზოგადოებაში.

კორპორაციული მდგრადობა სელფის განუყოფელი ნაწილია და როგორც გაერთიანებული ერების გლობალური შეთანხმების წევრი, სელფი ზრუნავს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაზე. სელფისთვის, რომლის მმართველ გუნდს მნიშვნელოვანწილად ქალები შეადგენენ, განსაკუთრებით აქტუალურია ქალთა გაძლიერების შემდგომი მხარდაჭერა.

„ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმოწერა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კომპანიის მდგრადი განვითარების მიღწევის პროცესში. გენდერული თანასწორობა და ქალთა როლის ზრდა აუცილებელია კომპანიის წარმატებისთვის. გვსურს მადლობა გადავუხადოთ WEPs-ზე მომუშავე ადგილობრივ გუნდს და გაეროს ქალთა ორგანიზაციას საქართველოში გაწევრიანების პროცესში მხარდაჭერისთვის,“ - აცხადებენ სელფი მობაილში.

###

დამატებითი ინფორმაციისთვის კომპანიის შესახებ, ეწვიეთ: http://cellfie.ge; ასევე ჩვენი სოციალური მედიის არხებს:

Facebook

Instagram

YouTube

LinkedIn

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები