მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სელფი მობაილი 4GB ფესტივალის სპონსორია

სელფი
14.05.25 13:49
2304
სტატიაში საუბარია:

სელფი მობაილი, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ. მომხმარებელს ემსახურება, 4GB ფესტივალის სპონსორია.

4GB - ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, რომელიც 2011 წლიდან იმართება, წლების განმავლობაში, რეგიონის ერთ-ერთ გამორჩეულ მუსიკალურ მოვლენად იქცა. წელს ფესტივალი განსხვავებულ ფორმატში გაიმართება - 16 მაისს რადიოქალაქში დაგეგმილია ერთდღიანი ღონისძიება, სადაც მაიკლ მაიერი დაუკრავს.

აღსანიშნავია, რომ შარშანდელი ფესტივალის ბილეთის მფლობელები, ბილეთის წარდგენის შემთხვევაში, წლევანდელ და მომავალი წლის ღონისძიებას განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით დაესწრებიან.

სელფი მობაილი მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც ადამიანებს ერთმანეთთან კავშირის, ლაპარაკისა და ურთიერთობის შესაძლებლობას აძლევს. მუსიკა კი უნივერსალური ენაა. ფესტივალზე მოეწყობა სელფის ბრენდირებული სივრცე, როგორც თავისუფალი კომუნიკაციისა და ადამიანური ურთიერთობების სიმბოლო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები