მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სემეკი: თბილისში წყალმომარაგების პრობლემის აღმოფხვრამდე, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერებულია

სემეკი
18.06.24 14:54
545

ქ. თბილისში არსებული წყალმომარაგების პრობლემის აღმოფხვრამდე, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება შეჩერებულია. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

გეგმური გათიშვების შეჩერებასთან დაკავშირებით აბონენტები კომუნალური კომპანიებისგან სმს შეტყობინებებს დამატებით მიიღებენ.

ქ. თბილისში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდება შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წყალმომარაგების სრულად აღდგენის შემდეგ.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან პრობლემის დასაფიქსირებლად, მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) შემდეგ ნომერზე: 16 216.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები