მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა ენერგეტიკული კლუბის შეხვედრაზე შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პერსპექტივებზე ისაუბრა

6440193d687c8
BM.GE
19.04.23 20:56
565
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ინიციატივითა და ევროკავშირის დაფინანსებით სემეკში მიმდინარე თვინინგის პროექტის მხარდაჭერით დაფუძნებულ ენერგეტიკული კლუბის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა, სადაც მონაწილეებმა საქართველოს ენერგეტიკული სექტორის ევროპულ მომავალზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა სემეკის წევრმა და თვინინგის პროექტის ლიდერმა, გიორგი ფანგანმა. მან ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ენერგეტიკის სექტორის, დონორი, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები.

„ცნობილია, რომ როგორც ევროკავშირში, ისე რეგიონში აქტიურად განიხილება შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით საქართველოს ერთიან ევროპულ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტად, რომლის ქსელთან დაკავშირების საკითხი. ევროკავშირი აღნიშნულს მიიჩნევს ელექტროენერგიის წყაროების დივერსიფიცირებისა და ენერგეტიკული განხორციელების შედეგად შესაძლებელი იქნება საქართველოს ინტეგრირება ევროკავშირის ერთიან ელექტროენერგეტიკულ ბაზართან. ამჟამად, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომლის შედეგებიც წლის განმავლობაში გახდება ცნობილი. მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე, რაც ხელს შეუწყობს პროექტის ეფექტიან განხორციელებას,“- განაცხადა გიორგი ფანგანმა.

ენერგეტიკული კლუბის მიზანია ხელი შეეწყოს საქართველოში ენერგეტიკული საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ენერგეტიკის სექტორში პარტნიორობის გაღრმავებას.

კლუბის ფარგლებში დაგეგმილი რეგულარული შეხვედრები ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებს, დარგის ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებს შესაძლებლობას აძლევს იმსჯელონ არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები