მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სემეკმა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ წარმოდგენილი შესაბამისობის ოფიცრის კანდიდატურა შეითანხმა

სემეკი
25.07.24 14:36
51

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ წარმოდგენილი ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის შესაბამისობის ოფიცრის კანდიდატურა შეითანხმა.

ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტის დირექტივების გათვალისწინებით, სემეკის მიერ დამტკიცებული „გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების წესების“ შესაბამისად, შესაბამისობის ოფიცერი ახორციელებს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას. მათ შორის, შესაბამისობის პროგრამის დანერგვასა და მონიტორინგს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ შესაბამისობის პროგრამის განხორციელების თაობაზე პერიოდული ანგარიშის შემუშავებასა და კომისიისთვის წარდგენას, სემეკის მიერ დამტკიცებული შესაბამისობის პროგრამის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ვებგვერდზე გამოქვეყნებას, შესაბამისობის პროგრამით დადგენილი მოთხოვნებისა და პირობების ნებისმიერი დარღვევის შესახებ კომისიისთვის შეტყობინებას, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორსა და ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოს ან მის სხვა ნაწილს შორის ნებისმიერი კომერციული ან/და ფინანსური ურთიერთობის შესახებ კომისიისთვის შეტყობინებას, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ ინფორმაციის დაცვის მონიტორინგს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის შიდა ორგანიზაციული აქტების შემუშავებისა და დამტკიცების პროცესში, კომპეტენციის ფარგლებში კონსულტაციების გაწევას, შესაბამისობის პროგრამის დარღვევასთან დაკავშირებული შემთხვევების შესწავლასა და შესაბამისი ანგარიშის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის კოლეგიური ორგანოებისთვის წარდგენას საკითხის გადაწყვეტის გზებისა და განსახორციელებელი ზომების მითითებით, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირებსა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ დასაქმებულ პირებთან დაკავშირებული, არსებული ან შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შესწავლას, მათი თავიდან აცილებისა და აღმოფხვრის მიზნით კონსულტაციების გაწევას.

შესაბამისობის ოფიცრის შერჩევა ღია კონკურსის საფუძველზე ხდება. კონკურსის საფუძველზე შერჩეული კანდიდატი შესათანხმებლად წარედგინება სემეკს. წესების შესაბამისად,

შესაბამისობის ოფიცრობის კანდიდატი არ უნდა წარმოადგენდეს ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ან/და მისი სხვა შემადგენელი ნაწილის მიერ დასაქმებულ პირს, არანაკლებ 2 წლის განმავლობაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები