მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა

თელასი

სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ინფორმაციით, კომპანია ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების აღმოსაფხვრელად ჩატარებული ნორმებთან შეუსაბამო სამუშაოების გამო, 35 ათასი ლარით დაჯარიმდა და პრობლემის აღმოსაფხრელად ვადა განესაზღვრა.

"სს “თელასის” სალიცენზიო პირობების შესრულების შესწავლის საფუძველი გახდა მოქალაქეთა განცხადებები თბილისში გ. გაგილაძის ქუჩაზე ელექტროენერგიის ხშირ წყვეტებთან დაკავშირებით. სემეკის სპეციალური ჯგუფის მიერ, კომპანიის მხრიდან წყვეტების აღმოსაფხვრელად განხორციელებული სამუშაოების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სს “თელასის” მიერ ადგილი ჰქონდა სალიცენზიო პირობების დარღვევას.

სემეკის გადაწყვეტილებით, კომპანიას დაევალა 1 თვის ვადაში უზრუნველყოს ქვ/ს „მუხიანის“ ფ-16 - 1031/1034 საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა", - წერია კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სემეკი მოუწოდებს მოქალაქეებს, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართონ კომისიას ან მასთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. კონსულტაციების გავლა შესაძლებელია ქოლცენტრის ნომერზე - 16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები