ნოემბრიდან ბაზარზე „სემელეს“ სახელწოდებით ვარდის ლიქიორის გაყიდვა დაიწყება. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის თანადამფუძნებელმა, სალომე უზუნაშვილმა ისაუბრა.
"სემელე" ქართულ ბაზარზე გასულ წელს გამოჩნდა და მომხმარებელს ამ დრომდე, 2 სახის კერძოდ - საფერავისა და მაყვლის, ასევე საფერავისა და ალუბლის ლიქიორებს სთავაზობდა. წელს კი ლიქიორის მოყვარულეს "სემელე" ნოემბრიდან ვარდის ლიქიორსაც შესთავაზებს.
„სხვა სახეობების მსგავსად, საწყის ეტაპზე, ვარდის ლიქიორი ბაზარზე მცირე რაოდენობით იქნება წარმოდგენილი. პირველ ეტაპზე, 500 ბოთლი ვარდის ლიქიორი ჩამოვასხით, ამასთან სხვა სახეობები 500-500 ბოთლი გვაქვს ჩამოსხმული.
ვცდილობთ, რომელიმე ქსელურ მაღაზიაში შევიდეთ. ძირითადად, მხოლოდ ღვინის სპეციალიზირებულ მაღაზიებში ვართ წარმოდგენილი და გაყიდვების განვითარება ქსელური მაღაზიების მიმართულებითაც გვინდა. სასმელის ეტიკეტები მზად გვექნება და გაყიდვაშიც ჩავუშვებთ. ახალი სახეობის ლიქიორის ღირებულება, სხვა ლიქიორების მსგავსად 45-50 ლარის ფარგლებში იქნება“, - აცხადებს უზუნაშვილი.
ინფორმაციისთვის, „სემელე“ ლიქიორის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს.