"სენა ავტო ჯგუფმა" "ჰერც საქართველოს" ექსპლუატაციაში Chery-ის ბრენდის 50 ახალი პრემიუმ ხარისხის ავტომობილი TIGGO 7 და ARRIZO 6 გადასცა. აღნიშნულს, კომპანიებს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებდა, რომლის ხელმოწერასაც წინ უძღოდა, ავტომწარმოებელი Chery-ის შემოსვლა ქართულ ბაზარზე. „სენა ავტო ჯგუფის“ ინფორმაციით, კომპანია მზად არის, უახლოეს მომავალში, Chery-ს სამოდელო რიგი გააფართოოს. ამასთან, 60 ავტომობილი გზაშია და დაინტერესებულ მომხმარებელს სხვადასხვა ჰიბრიდული მოდელის შეძენის შესაძლებლობა აქვს.
„ვამაყობთ, რომ ვართ პირველები, ვინც საქართველოში საერთაშორისო კომპანია CHERY შემოიყვანა. ქართულ ბაზარზე Chery-ის ინოვაციური და ხარისხიანი მანქანები ავტომოყვარულებს ახალ შესაძლებლობებსა და მეტ არჩევანს შესთავაზებს, საქართველოს საავტომობილო ბაზარს კი უფრო მრავალფეროვანს გახდის“, - განაცხადა კომპანია „სენა ავტო ჯგუფის“ დამფუძნებელმა გია ალიხანაშვილმა.
ინფორმაციისთვის, Chery-ის ავტომობილები მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. სამოდელო რიგი მოიცავს, SUV-ის ხაზი - TIGGO, ხოლო სედანის ხაზში - ARIZZO. კომპანიის ისტორია 1997 წლიდან იწყება, როცა ძრავებისა და ელექტროსისტემების სრულყოფილი წარმოება დაიწყო. დღეს Chery ქმნის უსაფრთხო და ინოვაციურ ავტომობილებს, რომლებმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა. ავტომობილები განკუთვნილია როგორც კორპორაციული სეგმენტისთვის, ასევე ახალგაზრდა ოჯახებისთვის და საქმიანი ადამიანებისთვის.
"სენა ავტო ჯგუფი" ქართული ავტოინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს, მათ შორის სატვირთო და სამგზავრო, ასევე შიგაწვის, ჰიბრიდულ და ელექტრო ავტომობილებს. „სენა ავტო ჯგუფი“ საქართველოში ისეთი ცნობილი ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია, როგორებიცაა HONDA, JAC Motors, CMC Motors, KGM. კომპანიას ასევე აქვს საკუთარი ბრენდის ელექტრომობილების ხაზი SENA.

























