მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სენატმა რობინ დანიგანი საქართველოში აშშ-ის ელჩად დაამტკიცა

64c396de6adfa
შოთა ტყეშელაშვილი
28.07.23 14:25
890
ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა დღეს საქართველოში აშშ-ში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანი დაამტკიცა. ამ დრომდე, დანიგანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

მანამდე, 2018 წლის ივლისიდან 2021 წლის ივლისამდე, დანიგანი ავსტრიაში აშშ-ის საელჩოს მისიის მოვალეობის შემსრულებლისა და ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა.

2023 წლის მარტში სენატში გამართულ მოსმენაზე მან საქართველოში მისი საქმიანობის პრიორიტეტებზე ისაუბრა:

„ვიმუშავებ საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან ერთად, რომ დავეხმარო მათი საკუთარი ოცნების განხორციელებაში იყვნენ მტკიცედ ინტეგრირებული ევროკავშირთან, ნატოსა და დასავლეთთან; ევროატლანტიკური ერთობა უპირატესობას მიანიჭებს საქართველოს მოსახლეობას. ასევე ღრმად მჯერა, რომ ეს ამერიკის ეროვნულ ინტერესებშიც შედის“, - თქვა დანიგანმა.

2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის აგვისტომდე დანიგანი სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული რესურსების ბიუროში მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ის აშშ-ს ენერგეტიკულ რესურსებს მართავდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები