მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SEPA და გაწევრიანებასთან დაკავშირებული საკითხები - ირაკლი კოვზანაძის პოზიცია

BM.GE
09.09.22 11:59
371
გუშინ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ევრო გადახდის სივრცეში – SEPA–ში – საქართველოს გაწევრიანებისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივები განიხილეს. ჩვენი ყურადღება მიიპყრო საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებამ, რომელმაც თქვა, რომ „ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრიანებისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივების პირველადი პროექტებიდან ამოღებულია ყველა ის საკითხი, რომელიც არ იყო პირდაპირ დაკავშირებული SEPA-სთან". 

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ დააკონკრეტა, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ კანონპროექტიდან ამოღებულია ნორმები რომლებიც არეგულირებდა ე.წ interchange fee-ს და საბაზისო ანგარიშს. აღნიშნული საკითხების განხილვას პარლამენტი მოგვიანებით დაუბრუნდება. იმავე კანონში დაკორექტირდა საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის ფორმირების წესი.“ 

მისივე თქმით, ამოღებულია საკითხი, რომელიც ეხება დეპოზიტებს. "ე.წ. გახსნილი და მოუკითხავი თანხების ანგარიში, რომელსაც არ გამოუჩნდა ბენეფიციარები. იყო საუბარი და დისკუსია სად უნდა წავიდეს ეს თანხები, ხომ არ გადაირიცხოს ბიუჯეტში? ესეც დამატებითი განხილვისთვის უნდა გადაიდოს, თუმცა ჩემი წინადადება იქნება, როგორც ერთ-ერთი ინიციატორი ამ ქვეყანაში შექმნილიყო დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო, ეს თანხები მიიმართოს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოში და არა ბიუჯეტში“ – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ. 

სტუმარი: ირაკლი კოვზანაძე - პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე;


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები