მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სეპარატისტ შამბას არჩევნებზე "ქართული ოცნების" გამარჯვება სურს

შამბა

"საქართველო კვლავ რჩება აფხაზეთის მთავარ საფრთხედ", - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. სერგეი შამბას თქმით, აფხაზეთმა საგარეო პოლიტიკური აქტიურობა უნდა გააგრძელოს.

ამასთან, შამბას საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე "ქართული ოცნების" გამარჯვება სურს.

"პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც საქართველო განიცდის და მისი ეკონომიკური პრობლემები, არ უნდა გვამშვიდებდეს. საქართველოს ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა, რომ უარს ამბობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე. ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციური ძალების ხელისუფლებაში მოსვლა საფრთხეს გვიქმნის", - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები