მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სექტემბერი საპენსიო ფონდისთვის წლის მეორე საუკეთესო თვე აღმოჩნდა - დანაზოგებმა ₾7.7 მილიარდს მიაღწია

საპენსიო ფონდი

საპენსიო ფონდი სექტემბრის თვის საინვესტიციო შედეგების შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას. ფონდისთვის გასული თვე მიმდინარე წლის მეორე საუკეთესო შედეგებით გამოირჩეოდა, რაც საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე დაფიქსირებულ მაჩვენებელს უკავშირდება. კერძოდ, კონსერვატიული პორტფელის თვიური ამონაგები სექტემბერში 1.47% იყო, დაბალანსებული პორტფელის ამონაგები 1.98% იყო, დინამიური პორტფელის კი 2.56%-ის თვიური ამონაგები ჰქონდა.

საქართველოს საპენსიო ფონდის მთლიანმა ზომამ გასულ თვეში 7.7 მილიარდ ლარს მიაღწია. დანაზოგების 99.5% განთავსებულია კონსერვატიულ საინვესტიციო პორტფელში.

საქართველოს საპენსიო ფონდის უდიდესი ნაწილი განთავსებულია ფიქსირებული ამონაგების მქონე აქტივებში - კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და სახაზინო ობლიგაციებში, დაახლოებით 19.5% კი საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე არის ინვესტირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები