მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სექტემბერში 1 019 მართვის მოწმობა გაიცა - შსს

6351423a25843
BM.GE
20.10.22 21:55
1090
მიმდინარე წლის სექტემბერში ქვეყნის მასშტაბით სულ 1019 მართვის მოწმობაა გაცემული. შს სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით ირკვევა, რომ მონაცემები 3 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს.

სტატისტიკური მაჩვენებლებით, გასულ თვეში მართვის მოწმობა 16 წლის 4-მა მოქალაქემ აიღო, 17 წლისამ კი 272-მა პირმა, ხოლო 69 წლის - ერთმა ადამიანმა.

გარდა ამისა, ყველა მოქალაქე, რომელმაც მართვის მოწმობა აიღო, საქართველოს მოქალაქეა.

შეგახსენებთ: მიმდინარე წლის აპრილიდან მართვის მოწმობის აღება სამ ეტაპად ხდება. პირველი არის თეორიული გამოცდა, საგამოცდო მოედანზე პრაქტიკული გამოცდა და სხვადასხვა ქალაქებში რეალურ მოძრაობაში, ქალაქში გამოცდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები